|
2016-03-13 10:45:15, 580 ნახვა
საზოგადოება
მერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს
თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა პროექტები თბილისის მერიაში 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსი „შაჰტახტის (შაიტახტის) დედაციხის“ მონაკვეთზე გამოაცხადა, სადაც არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი პირველი კონკურსის შედეგად არქეოლოგიური კვლევის ნაწილი უკვე დასრულდა. დავით ნარმანიამ, არქეოლოგიურ საბჭოს წევრებთან ერთად, „შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე უკვე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ტერიტორია დაათვალიერა. არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი პირველად 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭოს, ის 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)