05:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 16:13:19, 674 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი მიზანია ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული პროცესი

ჩვენი თვითმიზანი რომელიმე პარტიის აკრძალვა არ არის, მიზანია, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა, დემოკრატიული პროცესი დაცული, სტაბილური იყოს, რადგან ბოლო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური წყობისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ უხეშ შეტევას ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე შეტევა ყოველგვარი მტკიცებულებების, საღი აზრის უგულებელყოფით ხდება, ისევე როგორც ამ ქვეყნის რყევა და მისი ჩამოშლის სურვილი.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, მათ შორის გარე დაკვეთით ხდება.

„მიზანია, რომ ვითომდა სახალხო პროტესტის გამოწვევით ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. სხვათა შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროინტეგრაციის პროცესის განხორციელებას ხელს უშლის. ამიტომ, ბუნებრივად აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალური, ჯანსაღი და არაპოლარიზებული იყოს. ამავე დროს, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, ახალი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, რადგან ოპოზიციის არსებობა და პოლიტიკური კონკურენცია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics