|
2025-03-27 14:51:07, 1099 ნახვა
პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილის მოადგილე აგვისტოს ომზე - 5 დღე რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, რუსეთი მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა
5 დღე რომ არ ყოფილიყო ასეთი წინააღმდეგობა, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს სამხედროების, დარწმუნებული ვარ, რუსეთი მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომზე სასაუბროდ იყო დაბარებული. მისივე თქმით, ტყუილად არ იყო დაღუპულების თავგანწირვა და გმირობა, მათ ქვეყანა იხსნეს ოკუპაციისგან. „წინასწარ რომ ყოფილიყო დაგეგმილი ასეთ რამეს ვაკეთებთ, შეიძლებოდა გეგმის გაუმჯობესება, ქალაქში არ შესვლა, სხვა რაღაცა გეგმის დადება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ასე... შვებულებიდან [დამაბრუნეს], უცებ წინა ხაზზე [გამომიძახეს], დავალება უცებ, გადატანაც ვერ ხდებოდა რუკაზე, თორემ გეგმის გაკეთებაც ვიცით... ჩემი დანაყოფები მე განვათავსე სადაზვერვო დანიშნულებით, სნაიპერები დაკვირვებას აწარმოებდნენ საკმაოდ დიდ მანძილზე, სანამ შევდიოდი კარგა ხნის განმავლობაში. ბრმად არ შევსულვართ! [ცხინვალში], ჩვენი დანაყოფების გადაადგილებას ისინი უკეთებდნენ უზრუნველყოფას“,- განაცხადა ჯანაშვილმა. კომისიის წევრების კითხვაზე, ხომ არ გაუჩნდა მას განცდა, რომ „უაზროდ სასიკვდილოდ გაუშვეს, როცა [ცხინვალში] 3 ტანკის ამარა დატოვეს ის და მისი დანაყოფი“, ჯანაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა - „სამასი სპარტელი რაზე ფიქრობდა, როცა უკან ამხელა ქვეყანა ედგა, კითხეთ მათაც“. „5 დღე რომ არ ყოფილიყო ასეთი წინააღმდეგობა, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს სამხედროების, მთავრობას არ ექნებოდა დრო, რომ საერთაშორისო მეგობრები ჩართულიყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა რუსეთი. ამან გადაგვარჩინა, ამ თავდადებამ. სამასი სპარტელი რაზე ფიქრობდა, უკან ამხელა ქვეყანა ედგა, ვერ ეხმარებოდნენ და იქ იხოცებოდნენ, კითხეთ იმას, სად გამიშვაო ის კაციც იტყოდა, სად ვიხოცებოდითო?! არის დრო და მომენტი როცა ამას აკეთებ და ბოლოს რა შედეგიც დადგა, ეს შედეგი დადგა. ჩვენ მთელი ქვეყანა ვიხსენით ოკუპაციისგან, ამ გმირობით, დაღუპული ხალხით... შეიძლება ბევრი შეცდომები დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ტყუილად არ იყო ადამიანების თავგანწირვა და გმირობა“, - განაცხადა შალვა ჯანაშვილმა. ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი. სხდომაზე უკვე მოუსმინეს: ლაშა ქოიავასა და შალვა ჯანაშვილს. ასევე მოწვეულნი არიან: ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)