|
2025-03-27 13:33:55, 703 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ ძალადობა მიუღებელია
26 მარტს ვენაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეათე მაინლ-რაიზინგერისა და ,,ქართული ოცნების" საგარეო მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის მთავარი საკითხები განიხილეს. მაინლ-რაიზინგერმა საჯაროდ აღნიშნა, რომ საუბარი რამდენიმე კრიტიკულ თემასაც შეეხო, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ავსტრიელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ქვეყანა, ასევე სრულად ევროკავშირი გმობს თბილისსა და რეგიონებში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალისმიერ დაშლასა და მათზე ძალადობას. "სამწუხაროდ, დღეს მრავალი რთული საკითხიც გვქონდა განსახილველი. როდესაც საქმე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხება, საქართველომ ამ გზაზე უკუსვლა დაიწყო - ეს არის როგორც ავსტრიული, ისე ევროპული ხედვა. ჩვენ ვხედავთ რეფორმების გაუარესებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებსაც საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, ვხედავთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებსაც, რომლებიც ეუთო/ოდირმა გამოავლინა. ამ ყველაფრის შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია. ჩემს ქართველ კოლეგას მკაფიოდ განვუცხადე, რომ მტკიცედ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავე პირები კი პასუხისგებაში უნდა მიეცენ", - განაცხადა მაინლ-რაიზინგერმა. ავსტრიის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფონზე, ევროკავშირმა უკვე შეაჩერა 2024 წელს გათვალისწინებული ფინანსური დახმარება. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის თანხების გამოყოფა არ იგეგმება არც 2025 წელს. "ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება, 120 მილიონი ევროს ოდენობით. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 30 მილიონი ევრო, რომლის გაცემაც 2024 წელს იგეგმებოდა ევროპის სამშვიდობო დაწესებულების მიერ და არ ვგეგმავთ არავითარ დახმარებას 2025-ში. თუმცა, ევროკავშირი და ავსტრია ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გააგრძელებს. მოვუწოდებთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებს, დაძლიონ მოსახლეობის დაყოფა და პოლარიზაცია. ვფიქრობ, არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა. ასევე, მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც ევროკავშირთან, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივად, სწორედ ამიტომ ჩვენს დღევანდელ საუბარს დადებითად ვაფასებ", - განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა. მისივე თქმით, კითხვაზე "როგორ დაუბრუნდეს საქართველო ევროინტეგრაციის გზა" საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა ევროკავშირი ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას მიესალმება. ავსტრიის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვენა რჩება მოლაპარაკებების ჰაბად და მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუ ამას, ბოლო დროს არჩეული კურსის ცვლილებით, ხელს ხელისუფლებაც შეუწყობს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)