20:04 - 18 Aug, 2026
|
2025-03-27 00:47:03, 3822 ნახვა
სხვადასხვა
ერდოღანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში თბილისის აქციები მოხვდა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბარია თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ვიდეოს კადრებში შემთხვევით ასევე მოხვედრილია თბილისში, აქციის დაშლის კადრები, ჭიჭინაძის ქუჩისა და პარლამენტის უკანა შესასვლელის ხედით. ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხალხს პოლიციის წინააღმდეგ განაწყობს, ასევე ჩასმულია თურქი ოპოზიციონერების მიმართვებიდან ნაწყვეტები. თბილისის პროტესტის კადრებამდე ვიდეოში საუბარია, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ უპასუხეს კორუფციასა და ტერორიზმის ბრალდებებს და ამის სანაცვლოდ ქუჩაში გამოიყვანეს ნიღბებიანი დაჯგუფებები, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგ ძალადობენ - „ისინი აღიარებენ, რა არაკომფორტულად გრძნობენ თავს ტერორიზმის გარეშე”.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)