07:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 21:12:04, 765 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს

ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას, რომელიც "საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას" ეხება, მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.

რეზოლუციით მოთხოვილია დაკავებულების გათავისუფლება, აქციის მონაწილებიის მიმართ ძალადობის შეწყვეტა და ახალი არჩევნები.

რეზოლუცია გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს. 

კონგრესის სხდომაზე გამომსვლელებმა მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება და გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაპაუზება.

"ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგან სწრაფი ნაბიჯები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კუთხით, უნდა აღდგეს ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე.

გულდასმით უნდა მოხდეს დაკავებების და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოძიება. რეკომენდაციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული პირები, მათ შორის მზია ამაღლობელი.

2025 წლის არჩევნები სრულად დემოკრატიული კამპანიით უნდა ჩატარდეს. კონგრესი მოუწოდებს ჩატარდეს სრულად კონკურენტული არჩევნები. უნდა მოხდეს ამომრჩევლების დაშინების, ელექტორალური თაღლითობის პრევენცია, მთავარი რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კომისია სრულად დამოუკიდებელი იყოს", - თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics