07:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 17:36:52, 621 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს პარტნიორებთან

მამუკა ხაზარაძეც მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, პარტია გააგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას.

„როგორც ივანიშვილის საპოლიციო ავტორიტარიზმს შეეფერება, რომელსაც ის საქართველოში ამყარებს, დევნის ამ ქვეყნიდან დემოკრატიას, ევროპულ მომავალს, არღვევს კონსტიტუციას - საპოლიციო ავტორიტარიზმის პირობებში ლოგიკურად ავითარებს თავის ძალადობას დემოკრატიაზე და მის მთავარ ოპონენტზე - კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“ და მამუკა ხაზარაძეზე. დღეს მამუკა ხაზარაძემ მიიღო მოწვევა როგორც მოწმემ და დაბარება საქართველოს პროკურატურაში. პასუხი ძალიან ნათელია, საქართველოს პროკურატურაში, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დავალებებს ემორჩილება, მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადება, თუმცა ვაცხადებთ მზაობას და თავად მამუკა ხაზარაძე მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს.

ასევე ბადრი ჯაფარაძის საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის და მათგან დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებს ველოდებით. მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ახლა ებრძვიან კორუფციას, უსამართლობას, უკანონობას, ჯარიმებს, დევნას, 50-ზე მეტი პოლიტპატიმრები გვყავს ქვეყანაში და ამ დროს, როდესაც ქვეყანა ჩაძირულია სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემაში, დღეს ბიძინა ივანიშვილი იცლის პოლიტიკური დევნისთვის.

ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად“,- განაცხადა კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics