2016-03-12 18:48:14, 622 ნახვა
საზოგადოება
ბერძნის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
30 წლის შემდეგ, ბერძნის ქუჩაზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, კრწანისის რაიონის კიდევ ერთი დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი, დღეს რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარმა ბექა ნაცვლიშვილმა დაათვალიერეს.
„ძველი გზის რეაბილიტაცია 2658 კვ.მ–ზე განხორციელდა, რაიონის ხელმძღვანელობა ბერძნის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დეპუტატსა და გამგებელს მიმდებარე ტერიტორიებზე ნარგავების გაშენება და პარკინგის მოწყობა სთხოვა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან