|
2025-03-25 14:42:03, 647 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ დღეს ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებზე, ივანიშვილის რეჟიმის საპოლიციო რეპრესიების შესახებ ისაუბრა. "ახლა საქართველოში კრიზისი მწვავდება, ეს გასცდა უბრალო პოლიტიკურ კრიზის, გასცდა არჩევნების საკითხს, საკითხს, სადაც ოპოზიცია არჩევნებს აპროტესტებს. ჩვენ ახლა უფრო სხვა და დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც ეგზისტენციურ გამოწვევად - მმართველი პარტია, რომელმაც მოიპოვა ძალაუფლება თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო საქართველოს საზოგადოების მიერ, რადგან ისინი მოვიდნენ ევროპული მომავლის, რეფორმების პროგრამით, თუმცა 28 ნოემბერს მათ გადაწყვიტეს, რომ უკან წაიღონ ყველაფერი და ზურგი შეაქციონ ერის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ქართველი ხალხის მოლოდინების მიუხედავად, ისინი ცდილობენ საქართველო უკან, რუსული სტილის მმართველობაში დააბრუნონ - სრული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბრუნდება 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი - ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები მიჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ მათ. აქ, როცა აქ ვდგავარ თქვენს წინაშე ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას, შესაძლოა არაფრის გამო 11 წელი მიუსაჯონ - იმის გამო, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა. ეს ხელისუფლება იყენებს რუსულ ტაქტიკას - ისინი იარაღად იყენებენ პოლიციას, ძალაუფლებას, მართლმსაჯულებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც აშუქებდა საპროტესტო მოძრაობას, ასევე სტუდენტები, რომლებსაც ბრალს დებენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები, ისინი არიან უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც სჯერათ დემოკრატიული მომავლის". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა [EuroNews-ის სინქრონული თარგმანი]
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)