10:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 00:58:04, 798 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ირწმუნება რომ ოცნებამ მშვიდობა მოიტანა და შეინარჩუნა

„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ შეძლებს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან შეჩერებული ფინანსური დახმარებების კომპენსირებას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ყველა გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგება, მთავრობა შესაბამის პასუხს გასცემს. 

„საბედნიეროდ, იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს კეთილდღეობა, იზრდება ბიზნესები, იზრდება ბიუჯეტი, ამის სტატისტიკა და მონაცემები შეგიძლიათ ამოიღოთ. მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაახლოებით რა იქნება, ეგეც შეგვიძლია ვნახოთ. შესაბამისად, ჩვენ არაფერს მოვაკლებთ მოსახლეობას, რა პროექტებიც იქნება განსახორციელებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე. საუბარი იყო, თითქოს რაღაცას ჯარს მოვაკლებთ და აგენტურას მოვახმართ თანხებს. ჩვენ არც ჯარისკაცებს დავაკლებთ არაფერს. ჩვენთვის მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელიც არსებობს, იქნება მოგვარებული და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები იქნეს განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics