2016-03-12 12:23:29, 614 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედალი დავით ტლაშაძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები იაკობ მაქარაშვილი, დავით მარსაგიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა 59 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან