2016-03-12 09:51:43, 594 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4258 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.4258 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4421 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0163 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს 2.6943 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.6812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან