2025-03-22 10:35:49, 555 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს
დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
აღნიშნულით ზურაბიშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე სტუდენტების დაკავებას ეხმაურება.
„დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,