2025-03-21 21:18:33, 427 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 114-ე დღეს პარლამენტის წინ საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: „ყველგან მილიცია, არსად სამართალი!“ „ცეცხლი ოლიგარქიას!“
შეკრებილებს, მსვლელობის ის მონაწილეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
პარალელურად, პარლამენტთან ის სტუდენტები იმყოფებიან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს ათენებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,