11:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 10:26:26, 486 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში  დაფინანსებული მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და  წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.  

როგორც “ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიამ ,,მესხეთის მეფრინველეობა“  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 230 ათასი ლარის ოდენობის სესხი აიღო და  სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფერმა  მოაწყო.  ფერმაში 12 000  ფრთა ქათამი ჰყავთ და ყოველდღიურად 8 ათასი  ცალი კვერცხი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში  11  ადგილობრივია დასაქმებული. ახლო მომავალში კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს. 

მათივე ინფორმაციით, შპს ,,მესხეთის მეფრინველეობამ“ ფერმის შექმნისთვის ჯამში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,მნიშვნელოვანია ანალოგიური საწარმოები ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ასეთი საწარმოების შექმნის სტიმულირებისთვის და მეფრინველეობის დარგის ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული რესურსების დახმარებით,  ყველა სოფელში არის პოტენციალი წარმოება განვითარდეს“, -  აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მეფრინველეობის ფერმა მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცემულია 1,577 სესხი ჯამური თანხით  26,982,600  ლარი და 59 სესხი  -  4,310,780 აშშ დოლარის ოდენობით.  პროექტის ფარგლებში რეგიონში  7 ახალი საწარმო გაიხსნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics