18:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 11:29:22, 429 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის

ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე - რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიერ, 31 მარტს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 31 მარტს საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ხალხმა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის ბრძოლა უნდა აჩვენოს და არა შიში და სიჩუმე.

„ივანიშვილის რეჟიმი არ არის უბრალოდ კორუმპირებული – ეს არის ანტიქართული, ძალადობრივი სისტემა, რომელიც ოთხ საყრდენზე დგას: ძალადობა, შიში, სიცრუე და სიღარიბე. ეს მათი მართვის სტრატეგიაა და ისინი თავის ნებით არცერთზე არ იტყვიან უარს. არიან ისეთები ვისაც არ უნდა ამ სიმართლის დაჯერება, რადგან ის არაკომფორტულია და მოქმედებისკენ გაიძულებს. მარტივია, თვალი დახუჭო, იფიქრო, რომ „ყველა ერთნაირია“ და ჩათვალო, თითქოს ჭაობიდან ვერასდროს ამოვალთ. მაგრამ სწორედ ეს სიჩუმე და უმოქმედობა აძლიერებს რეჟიმის ძალადობას.

ივანიშვილის რეჟიმი გვიმეორებს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რომ ვერაფერს შევცვლით. მაგრამ ეს ტყუილია - ეს არის მათი ყველაზე ძლიერი იარაღი და ვინც ამას იჯერებს, ისინი აძლევენ ძალას. რეჟიმს სინამდვილეში ძალა აღარ აქვს, როცა ხალხი მას არ იღებს. ის ძლიერდება მხოლოდ იქ, სადაც სიჩუმე და უმოქმედობაა. რაც უფრო დიდხანს ვჩუმდებით, მით უფრო სასტიკი ხდება მათი ძალადობა. რაც უფრო ხმამაღლა დავდგებით სიმართლის მხარეს, მით უფრო მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს.

ამიტომ, 31 მარტს რუსთაველზე უნდა ვაჩვენოთ ხალხის ნება – არა შიში, არა სიჩუმე, არამედ ბრძოლა თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის!“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: სინოდის სხდომა 28 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება
სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს გელა გელაძე შეცვლის, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics