15:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 20:00:56, 674 ნახვა

პოლიტიკა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მაგრამ სიმბოლიზმი მუშაობს - თუ არ განაღვლებს, რატომ საუბრობ?

სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა, ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლანდსბერგისს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების შესახებ ჰკითხა, რომლებიც ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ მათ წინააღმდეგ შემოღებული სანქციები “არაფერს ნიშნავს”.

ლანდსბერგისის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციით გაოცებულია.

“პოლიტიკური სიმბოლიზმი არის ამაში. აშკარად, ამას არასდროს უარვყოფდი. პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც ამის [სანქციების დაწესების] შემოთავაზებით გამოვედით, ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად. დაუყონებლივ გამოვაცხადე, რომ ამაში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის - რათა ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია.

თუ 27 წევრ ქვეყანას შორის არ შეგვიძლია შეთანხმება, ყველაზე პატარა ქვეყანასაც შეუძლია მეტის გაკეთება, ვიდრე 60-მილიონიან, 40-მილიონიან ქვეყანას. ანუ, თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, იქნება ამაში მათთვისაც საკმარისი არგუმენტები არის, რომ მოგვბაძონ. და მოგვბაძეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს.

ჩვენ რუსთაველის დემონსტრანტები ვართ ევროპაში. შეიძლება არაფერი შევცვალოთ, მაგრამ დროშას ვიღებთ, ქუჩაში მივდივართ და სამართლიანობას მოვითხოვთ. და ვიღებთ რაღაც სამართლიანობას, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილს. ამას თუ არ გავაკეთებთ, მაშინ არაფერი არ იქნება.

ძალიან გაოცებული ვარ რეაქციით. ეს აჩვენებს - დიქტატორები ძალიან მყიფეები არიან, თავიანთ ეგოებში, თავიანთ შუშის სახლებში, იმდენად მყიფეები არიან. ვინაიდან, რომ არ იყვნენ [მყიფეები], რეაქცია არ ექნებოდათ. თუ არ განაღვლებს - რატომ საუბრობ ამაზე? რატომ მოდიხარ ჩემს Twitter-ზე და მეუბნები “არ მაინტერესებ”. თუ არ განაღვლებს - არ განაღვლებს. თუ მოდიხარ, თუ კომენტარს აკეთებ, თუ რაღაცას ამბობ პატარა რაღაცაზე - ანუ განაღვლებს, ანუ მყიფე ხარ და ღელავ, ანუ ჩემი სამუშაო უნდა გავაგრძელო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics