|
2025-03-19 18:44:26, 696 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - კოორდინაციის ფარგლებში იგზავნება ერთობლივი წერილი ევროპელ ლიდერებთან
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ხვალ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წერილის მოთხოვნაა, რომ ევროპული საბჭოზე განიხილონ საქართველოს საკითხიც. „კოორდინაციის ფარგლებში, ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპელ ლიდერთან, რომელიც მიღებს მონაწილეობს ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ამ მომენტისთვის ძირითადად უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და დაფინანსებას, სადაც არ წერია დღეს საქართველო, როგორც დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა. სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა იყოს სხვა პრიორიტეტები, ჩვენთვისაც გასაგებია, რომ ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს, ნამდვილად უნდა იყოს, როგორც პრიორიტეტი ისე აღქმული, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება, რომ გარკვეული ყურადღება არ იყოს იმის მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება, რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას და რომელმაც უკრაინაში სამხედრო ფორმა მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა და ჰიბრიდული ფორმა მიიღო. ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. „ქართული ოცნება“ აპირებს შავ ზღვაზე შემოიყვანოს ჩინეთი,ანაკლიის პორტი, ასევე რუსეთ აპირებენ, რომ ოჩამჩირის პორტი გახსნან. ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არა, საქართველო არის შავი ზღვის უსაფრთხოებაში და უნდა იყოს განხილული. წერილში არის მოთხოვნა, რომ მომავალი ევროპული საბჭოს, რომელიც ივნისის თვეში ჩატარდება, დღის წესრიგში უშუალოდ იყოს ჩაწერილი საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმისა, რომ მეც და კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და განხილული უნდა იყოს ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)