|
2025-03-19 15:43:37, 487 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. „შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტებს, ტრამპსა და პუტინს ერთმანეთის კარგად ესმით, ერთმანეთს ენდობიან და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ეტაპობრივად სვლას გეგმავენ“, - განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენის ძლიერი სურვილი აქვთ. „ძალიან ბევრი რამ იყო, რაც წინა ადმინისტრაციის დროს გაფუჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენას, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ნების მხარდაჭერით, დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ორი პრეზიდენტის ძლიერი სურვილი საუკეთესო გარანტიაა იმისთვის, რომ ამ გზას ყველა გაივლის, როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)