|
2025-03-18 14:16:36, 1096 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - უკრაინას ომის წელს დასრულება სურს
უკრაინას ომის წელს დასრულება სურს და ელის, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ თუ ის უარს იტყვის, უკრაინელები მზად არიან, წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ Firstpost-ს განუცხადა. „გვჯერა, რომ ომი წელს დასრულდება. ჩვენ ყველას ეს სტრატეგიული მიზანი გვაერთიანებს - მივაღწიოთ სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას. ველით, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას“, - განაცხადა სიბიგამ. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, რათა მსოფლიო ასპარეზზე სხვა აქტორებმაც არ იმოქმედონ ისე, როგორც რუსეთი მოქმედებს. „ეს ომი ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის აღდგენას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა - დიპლომატიური მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა - რათა უკრაინაში სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობა დამყარდეს“, - აღნიშნა სიბიგამ. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და ვერცერთი სტრატეგიული ტერიტორია ვერ დაიკავა. „ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა და გავათავისუფლეთ ოკუპირებული ტერიტორიების 50%, მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა შავ ზღვაში და შევზღუდეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესაძლებლობები და რუსეთს არც ერთი სტრატეგიული ტერიტორია არ დაუკავებია“, - განმარტა უკრაინელმა დიპლომატმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)