|
2025-03-15 17:33:50, 843 ნახვა
მსოფლიო
კირ სტარმერი - შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს
შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოების მიმართ და შევთანხმდით, რომ უკრაინას თავის დაცვა და მომავალი რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეეძლოს. შევთანხმდით, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა და პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თანაბარი პირობებით ხელი მოაწეროს. პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შესახებ კრემლის მერყეობა და დროის გაჭიანურება, რუსეთის მხრიდან ბარბაროსული შეტევები, მშვიდობის შესახებ პრეზიდენტ პუტინის გაცხადებულ სურვილს სრულიად ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კირ სტარმერმა. კირ სტარმერის ცნობით, ხუთშაბათს კოალიციის სამხედრო მეთაურები ლონდონში შეიკრიბებიან და უკრაინის მომავალი უსაფრთხოების მხარდასაჭერად პრაქტიკულ გეგმებს განიხილავენ. „ჩვენ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებსა და შეიარაღებულ ძალებს გავაძლიერებთ და მზად ვიქნებით სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში „მსურველთა კოალიციის“ სამშვიდობოები განვათავსოთ, რათა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში უკრაინის დაცვა უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)