|
2025-03-15 14:18:04, 705 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის
ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ევროპასთან საერთო ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, ხანდახან ევროპელებს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვეთანხმები მათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები, ეს ყველაფერი პოლიტიკურ განსხვავებებზე დიდხანს დარჩება“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, სურს, რომ ევროპა წარმატებული და აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყოს. „ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ არის. მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ, რომ თავიანთი საზღვრები გააკონტროლონ. ხედავთ, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას იწყებენ, მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები საზღვრებზე შეჭრას აპროტესტებენ. ევროპამ საკუთარ ხალხსა და საკუთარ სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)