07:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 13:52:05, 663 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებები მოლაპარაკებების გაჭიანურებაა

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს მოლაპარაკებების გაჭიანურებაა.

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნდა დაისვას კითხვა: „არსებობს თუ არა სერიოზული დაინტერესება, რომ მხარეებმა იმუშაონ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და მოგვარების მიმართულებით?“.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი შეგნებულად არ თანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბერბოკის თქმით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics