|
2025-03-15 10:13:09, 676 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს
ლიეტუვა მზად არის, ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღი განათავსოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლიეტუვა მზადაა, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ, ასევე გადავხედოთ სხვა ვალდებულებებს“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალენე. ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას. ამასთან, ბირთვული იარაღის განთავსება ვილნიუსისთვის ჯერჯერობით არავის შეუთავაზებია. ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი. „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ, ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ იქნებოდა“, – განაცხადა დუდამ. დუდამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე განიხილა ეს საკითხი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)