|
2025-03-14 15:38:15, 556 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა
ევროკავშირის ელჩები რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განახლების ბოლო ვადა 15 მარტი იყო და სანქციები ახლა 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. Reuters-ი წერს, რომ სასანქციო სიაში რჩება რუსი მაგნატი მიხაილ ფრიდმანი, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი მისთვის სანქციების მოხსნას ითხოვდა. გამოცემის ცნობით, უნგრეთი სანქციების განახლების დაბლოკვით იმუქრებოდა, თუ გარკვეულ პირებს სასანქციო სიიდან არ ამოიღებდნენ. Reuters-ი ორ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა თავდაპირველად სიიდან 9 სახელის, მათ შორის მიხაილ ფრიდმანის ამოღება მოითხოვა, თუმცა სხვა ქვეყნების ელჩებმა ამ რაოდენობის სამამდე შემცირება მოახერხეს და ეს პირები არიან: ცნობილი ბიზნესმენის ალიშერ უსმანოვის და გულბახორ ისმაილოვა, ბიზნესმენი ვიატჩესლავ მოშე კანტორი და და რუსეთის სპორტის მინისტრი, მიხაილ დეგტიარევი. ამასთან, სასანქციო სიიდან ამოიღეს მეოთხე პირიც, ბიზნესმენი ვლადიმერ რაშევსკი, თუმცა ამის მიზეზი სუსტი სამართლებრივი საქმე იყო და არა ბუდაპეშტის მხრიდან ზეწოლა. სასანქციო სიიდან კიდევ სამი პირი გარდაცვალების გამო ამოიღეს. ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია 2 400-ზე მეტ ფიზიკური პირსა და ორგანიზაციას მოიცავს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)