03:48 - 24 Oct, 2026
|
2025-03-14 15:23:46, 561 ნახვა
მსოფლიო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის
გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის, – ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკ რასმუსენი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებს გრენლანდიაზე. „თუ გადახედავთ ნატო-ს ხელშეკრულებას, გაერო-ს წესდებას ან საერთაშორისო სამართალს, გრენლანდია არ არის ღია ანექსიისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. გრენლანდიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ახალი კოალიციის შექმნას ელოდება, აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები მიუღებელია. ლარს ლოკ რასმუსენმა ყველა პარტიის ლიდერი მოსალაპარაკებლად მიიწვია, რათა ერთობლივად უპასუხონ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს. „არავის უნდა მივცეთ უფლება, უპატივცემულოდ მოგვექცნენ. საკმარისია“, – განაცხადა მან.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)