|
2025-03-14 11:57:36, 623 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი კელოგი მოლაპარაკების პროცესს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს
აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, რუსეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით , ინფორმაციას NBC News აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გადამდგარი გენერალი "საეჭვოდ არ იმყოფებოდა" საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრებზე - თებერვალში რუს მომლაპარაკებლებთან, ასევე მიმდინარე კვირაში უკრაინელებთან - მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მისი კომპეტენციის სფეროა, იხსენებს NBC. ტელეკომპანიასთან საუბარში წყარო რუსეთიდან ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კელოგი ძალიან პროუკრაინულად განწყობილად მიიჩნია. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC-ს დაუდასტურა, რომ რუსეთს არ სურდა კელოგის ჩართვა, წყაროსთვის უცნობია, როდის შეატყობინეს ეს თეთრ სახლს. კელოგის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა. 80 წლის კით კელოგი დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერია, მას ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დავაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“. კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ „ნამდვილად აღფრთოვანებულია ზელენსკით“.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)