13:37 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 15:48:46, 334 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: უკრაინაში პრემიერის ვიზიტამდე გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, უკრაინაში პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩასვლამდე, მინისტრთა გარკვეული ჯგუფი ჩავიდეს.
რადგან, როგორც ბესელია აცხადებს, უკრაინაში პრემიერის ვიზიტამდე ინფორმაციის თვალსაზრისით  გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი.
„ის, რომ მინისტრთა გარკვეული ჯგუფებისა და საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობის უკრაინაში ჩასვლა გადაწყდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინას ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ვფიქრობ, ასეთი წინმსწრები  თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი.  პრემიერის ვიზიტამდე გარკვეული სამუშაოები, ინფორმაციის თვალსაზრისით, ალბათ ჩასატარებელი იქნება.  ვფიქრობ, ჩვენი მთავრობის წევრები, რომლებიც უკრაინაში პრემიერის ვიზიტის დაწყებამდე ჩასვლას აპირებენ, მნიშვნელოვან სამუშაოებს ჩაატარებენ.  ბუნებრვია, არ არის ჩვეულებრივი ფაქტი ჩვენთვის, როცა ის ადამიანები რომლებიც ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან იძებნებიან და ზოგიერთის მიმართ პატიმრობის ბრძანებაა გამოცემული  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. ეს იმ ქვეყნისთვის ვერ იქნება სასიკეთო და  კარგის მომტანი, მაშინ როცა მათ ჩვენს ქვეყანაში თავის დროზე ზიანის მეტი ხალხს ვერაფერი მოუტანეს“, – აღნიშნა ბესელიამ.
ცნობისთვის, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ  უკრაინას იანვრის ბოლოსკენ  ქართველ მინისტრთა ჯგუფი ეწვევა, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კი,  ამის შემდგომ განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics