|
2025-03-13 14:54:56, 495 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება აბსოლუტურად მიუღებელია
უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „მსგავსი გეგმების გამოცხადებაც კი ღია პროვოკაციულ ნაბიჯად მიგვაჩნია, რომელიც მიმართულია არა კონფლიქტის მოგვარებისკენ, არამედ კიევის რეჟიმის სათავეში მყოფი პირებისთვის მავნე ილუზიების შენარჩუნებისკენ. ჩვენთვის, უკრაინაში სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგება ნებისმიერი დროშის ქვეშ, იქნება ეს უცხო კონტინგენტები, სამხედრო ბაზები, თუ სამშვიდობო ოპერაციები, რომლებიც შემოთავაზებულია მათ მიერ, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ყველაფერი ამ ქვეყნების ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო საშუალებით ვუპასუხებთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, „უკრაინაში რაიმე სახის კონტინგენტების განლაგების შესახებ ლონდონისა და პარიზის გეგმებისგან ვაშინგტონი დისტანცირებას ახდენს“. „ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ისინი განიხილავენ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან სამხედრო თვალსაზრისით“, - აღნიშნა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)