|
2025-03-13 13:48:12, 455 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის გამკაცრება იგეგმება
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, დეპუტატებმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კონტროლის გამკაცრების მიზნით ახალი ზომები მოამზადეს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიხედვით, უცხოეთის აგენტებად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც მთავრობის შეფასებით, "ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხმარებიან, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს, მაგალითად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს". ასევე, ის ადამიანები, რომლებიც "ეხმარებიან სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული". ასევე, ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში მოხვდებიან ისინი, ვინც სხვა პირებს ჩართავენ მონაცემების შეგროვებაში "სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სფეროში", რომელიც შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. გარდა ამისა, დეპუტატები გეგმავენ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტებისა და რუსეთიდან წასული მოქალაქეების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მათი მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს, თუ საქმე ეხება შემდეგ მუხლებს: "ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ მოწოდებები, რუსეთის სამხედრო ძალებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სამხედრო სასაფლაოებისა და მონუმენტების განზრახ დაზიანება ან განადგურება და ნაციზმის რეაბილიტაცია". ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდების გამო დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით და ქონების კონფისკაციას. ასევე, 7 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია დაემუქრებათ იმ პირებს, ვინც ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციას ეხმარებიან, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)