|
2016-03-11 13:10:10, 603 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი გოგონათა უფლებების დაცვის შესახებ გამოფენას მასპინძლობს
იუსტიციის სახლმა ფოტოგამოფენას - "ძალადობა ქორწინების სახელით" უმასპინძლა. ღონისძიება არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული. ფოტოგამოფენის ორგანიზატორი "ქალთა მოძრაობაა", იუსტიციის სახლის საჯარო სივრცე კი, ღონისძიებისათვის "ქალთა მოძრაობას" იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა. გამოფენა თეა წულუკიანმა "ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. "მარტი ქალთა და გოგონების თვეა და სწორედ ამ პერიოდს დავამთხივეთ ეს პატარა და ბევრის მთქმელი გამოფენა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოგვთავაზეს და რომელსაც პირველად თბილისის იუსტიციის სახლი უმასპინძლებს და შემდეგ, ალბათ, უკვე ქუთაისი. ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენს გოგონებს და ყველას მოუწოდებს იმისკენ, რომ არ აიძულოს 12, 13, 14, 15 წლის ბავშვები, რომ გათხოვნდნენ, რადგან გოგონას აქვს განვითარების უფლება და რაც ასევე მთავარია, არჩევანის უფლება, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში, მას შემდეგ, რაც განათლებას მიიღებს, გადაწყვეტს, ვისთან შექმნას ოჯახი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ექსპოზიციაზე ქართველი ფოტოხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც 18 წლამდე გოგონების იძულებით ქორწინების თემაზე შეიქმნა. მათ შორისაა არსრულწლოვან ასაკში დაქორწინებულთა პორტრეტები, სიტუაციური ფოტოები და სხვა. ფოტოებს ემოციური მინაწერებიც ახლავს, სადაც არასრულწლოვანების ასაკში დაქორწინებული ქალები ნაადრევი გათხოვების უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. "ადრეული ქორწინების შესახებ ამ ფოტოგამოფენას ქალთა მოძრაობა და იუსტიციის სახლები ერთად აკეთებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოფენა იმოგზაურებს მთელ საქართველოში და ყველა იუსტიციის სახლში ჩავა. ამ გამოფენის მიზანია, ცნობიერების გაზრდა იმის შესახებ, თუ როგორი სერიოზული პრობლემაა ადრეული ქორწინება და როგორ გავრცელებულია ის საქართველოში", - განაცხადა "ქალთა მოძრაობის" წევრმა ბაია პატარაიამ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)