|
2025-03-13 11:04:41, 472 ნახვა
მსოფლიო
დღეს კანადაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს კანადაში შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე იმართება, რაც გამოწვეულია უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან და ტარიფების დაწესებასთან. შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა ასევე დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი. დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კიევის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მიღება. Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრის წინ, რომელიც წელს პირველად იმართება მას შემდეგ, რაც კანადა თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, შეთანხმებული ყოვლისმომცველი საბოლოო განცხადების შემუშავება რთული იყო. Reuters-ი ასევე წერს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებაზე მაშინვე მოჰყვა საპასუხო ზომები კანადისა და ევროკავშირის მხრიდან, რაც ხაზს უსვამს აშშ-სა და მის პარტნიორებს შორის არსებულ დაძაბულობას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)