|
2025-03-12 18:44:30, 688 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კიევს თავდაცვის უფლების დაცვაში უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 12 მარტს მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და მოელიან, რომ რუსეთი მას დათანხმდება და შემდგომ ყველანაირ თავდასხმას შეწყვეტს უკრაინის მოსახლეობის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის წინააღმდეგ. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესიულ ომთან მიმართებაში აშშ-ის პოზიციის “აშკარა ცვლილების” შემდეგ, “რომელიც მიმდინარე ომისთვის უკრაინის ღიად დადანაშაულებასაც მოიცავდა”, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან და თავიანთი, როგორც ყველაზე დიდი დონორის როლი უნდა შეინარჩუნონ. ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის უფლების დასაცავად ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ ქვეყნისთვის ძალიან საჭირო დახმარება. რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომი რუსული აგრესიის შესაკავებლად ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებში. ევროპარლამენტარები ასევე ღრმად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელმძღვანელობის შანტაჟის ნებისმიერ მცდელობას, რათა დანებდნენ ე.წ. “სამშვიდობო შეთანხმების” მისაღწევად. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება არსებობდეს ევროკავშირის გარეშე და ევროპარლამენტარები მიესალმებიან ‘მსურველთა კოალიციის’ ჩამოყალიბებას სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ევროპის ლიდერობით აღსრულებისთვის. ევროპარლამენტარები ასევე „გაოგნებულები არიან“ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ „რუსეთის დაშოშმინებითა და სამიზნეში მოკავშირეების ამოღებით“. რეზოლუციას 442-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 98 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)