|
2025-03-12 12:28:22, 442 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერი - ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი 11 მარტს მიესალმა აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინული მხარე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა. მან აღნიშნა, რომ ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, შეწყდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები. "როგორც ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებმა თქვეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა". - განაცხადა სტარმერმა. მან ასევე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, "შესანიშნავი მიღწევისთვის" მიულოცა. "რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ბრძოლაც დაამთავროს". - წერს სტარმერი. ამას გარდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა აღნიშნა, რომ 15 მარტს მსოფლიო ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას, რომელსაც ბრიტანეთი უმასპინძლებს, მომდევნო ნაბიჯების განსახილველად გამოიყენებს. "ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ ომის სამართლიანი და სამუდამო გზით დამთავრებაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, საკუთარი თავისუფლებით ისარგებლოს". - თქვა მან. 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს. ცნობისთვის, მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)