|
2025-03-12 09:14:52, 408 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად
ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ - ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს. „ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრული როლი ითამაშოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად. „ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება - რუსეთის მიერ მიღების შემთხვევაში - შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით. ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში. კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევას, რომელიც ამ დისკუსიებს მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)