|
2025-03-11 21:45:39, 524 ნახვა
მსოფლიო
პარიზში 36 ქვეყნის გენშტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ
პარიზში 36 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ტიერი ბურკჰარდი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “პარიზში, ჩემს კოლეგა, ბრიტანელ ტონი რადაკინთან [და] 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებთან ერთად - შევიკრიბეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად. გადამწყვეტი მომენტია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების კუთხით ევროპულ პოზიციას განსაზღვრავს. უკრაინასთან მიმართებით და აშშ-სთან დაკავშირებით”, - წერს ბურკჰარდი. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების გენერალური შტატების უფროსები: ალბანეთი, გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი და თურქეთი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)