|
2025-03-11 20:00:42, 706 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკოს განცხადებით, ბელორუსი მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს თავისი სუვერენიტეტის დასაცავად
ბელარუსი მაღალ შეფასებას აძლევს და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ამის შესახებ ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა. "ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ის ჩვენს მიდგომებს შეესატყვისება და თქვენ უნდა აკეთოთ საქართველოში ის, როგორც აკეთებთ, ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ბელარუსელებსა და ქართველებს შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები და ისტორიის საერთო გვერდები მყარი საფუძველია ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის აღდგენისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იყო და რჩება“, - განაცხადა ლუკაშენკამ. “საქართველოსთან არავითარი პრობლემები არ არის”, - დაამატა მან. გიორგი საგანელიძემ, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩის მისიას "საუკეთესო განწყობით" იწყებს. “გვესმის, რომ არ არის მარტივი დრო, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გადაკვეთის წერტილები და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ მიმართულებით, რაც ორივე ქვეყნისთვისაა ხელსაყრელი, ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა”, - თქვა მან. ბელორუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების წინა დონეზე დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დიპლომატმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვძვრეთ“. “მთავარია, ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში მშვიდობა იყოს. შემდეგ უკვე უკეთესის იმედი მაქვს”, - დაამატა მან. კითხვაზე, ხედავს თუ არა საქართველო ბელარუსის მხრიდან უფრო მჭიდრო დიალოგის დამყარების სურვილს, საგანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა: „აბსოლუტურად. ეს არის ორმხრივი მოძრაობა. ნებისმიერ ურთიერთობაში ყოველთვის ასეა - აუცილებელია ურთიერთობების შემდგომი განვითარება, ორი ან მეტი მხარის სურვილის შემთხვევაში (თუ საუბარია მრავალმხრივ ურთიერთობებზე). ასეთი სურვილი აქვს როგორც ბელარუსის, ასევე საქართველოს ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, მონდომების შემთხვევაში, ყველაფერი გამოვა“. ალაიქსანდრ ლუკაშენკამ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ყაველაშვილმა კი ლუკაშენკას - არჩევნებში გამარჯვება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბელარუსის ლიდერის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტსა და იმჟამინდელ დე ფაქტო ლიდერთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ დაიძაბა. 2022 წლის სექტემბერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან გადადო და ხელი არ მოაწერა ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას. ის აკრიტიკებდა ლუკაშენკას უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)