14:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 17:15:30, 475 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც დავით უსუფაშვილმა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, გალუსტ საჰაკიანთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
ამასთან,  საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და დარგობრივი კომიტეტების ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე მიმდინარე წელს, ორი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტებისა და საქართველო-სომხეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დონეზე რამდენიმე თემატური შეხვედრა დაიგეგმა. მხარეებმა რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა, თავის მხრივ, გალუსტ საჰაკიანის საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე შედგა. როგორც აღინიშნა, საქართველო-სომხეთს შორის ოფიციალური ვიზიტების სიხშირე ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე მეტყველებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და გალუსტ საჰაკიანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასპინძელ მხარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და სომხეთში, ქალაქ გიუმრიში დატრიალებული ტრაგედიის გამო წუხილი გამოთქვა. დავით უსუფაშვილმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აუცილებლობაზე და საქართველოსა და სომხეთის განსხვავებულ საგარეო ორიენტირებზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული საგარეო მიმართულებებისა, ჩვენმა ქვეყნებმა ინტენსიურად უნდა ითანამშრომლონ და ამ განსხვავებებით ერთმანეთს სარგებელი მოუტანონ.
„შევთანხმდით იმაზე, რომ იარაღზე დაფუძნებული მშვიდობა ეს არ არის სტაბილური მშვიდობა და ჩვენ უნდა მოვძებნოთ ყველა კონფლიქტური ვითარების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, იმისთვის, რომ მოხდეს განიარაღება რეგიონში და არა პირიქით, შეიარაღება, რომელსაც ჩვენ საქართველოში ჩვენს ტერიტორიაზე ვხედავთ. ჩვენი ევროპული არჩევანი და სომეხი ხალხის ევრაზიული არჩევანი ეს მომავალში იქნება არა დაბრკოლება ჩვენს ურთიერთობაში, არამედ დამატებითი საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო მიმართულებით,” - განაცხადა დავით უსუაფშვილმა.
გალუსტ საჰაკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის საპარლამენტთაშორისო ინტენსიური თანამშრომლობა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
პრესისთვის განცხადებების გაკეთების შემდეგ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ეზოში, ნერგის დარგვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დასრულებისთანავე, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics