14:00 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 15:37:57, 546 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - მთავარი მიზანია, რომ გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, განცხადებები, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. მათ შორის ის ტყუილი გაბათილდება ხვალ, როცა ჩვენ ვნახავთ, რომ „MEGOBARI აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მინდა საზოგადოებას განვუმარტო რას ნიშნავს „MEGOBARI აქტი“ - ეს არის ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერი აქტი, რომლის მიზანია რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა, რათა გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენ შევძლოთ იმ ამოცანების განხორციელება, რაც დასახული აქვს ქართველ ხალხს და რასაც ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics