00:07 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 15:37:38, 750 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ბიძინა ივანიშვილს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევს

ივანიშვილის რეჟიმმა საუბარი დაიწყო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დღის წესრიგიდან საპარლამენტო არჩევნების საკითხი მოეხსნა - რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 100 დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნაა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ოპოზიციას არჩევნების ეშინია, მაგრამ პირველ რიგში, ეს თავად მათი გამოწვევაა.

„ივანიშვილის რეჟიმმა საუბარი დაიწყო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დღის წესრიგიდან საპარლამენტო არჩევნების საკითხი მოეხსნა, რომელიც არსად არ წასულა და 100 - დღიანი პროტესტი და მოთხოვნა კვლავ ძალაშია. ოქტომბრის არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და ეს დიდი დროა. ამიტომ, როდესაც მთავარი დღის წესრიგი საპარლამენტო არჩევნებია, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარეობს მზადება ჩვენთანაც. ივანიშვილის რეჟიმი საუბრობს, რომ ვიღაცას ეშინია არჩევნების, პირველ რიგში, ეს თავად მათი გამოწვევაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამას მოწმობს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, ასევე ის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც თავად ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას აჩვენებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 100 დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნაა.

ცალსახად და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მოუწევს ივანიშვილს რეჟიმს, რომ დანიშნოს. სხვა დანარჩენი და მათი აქცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ემსახურება იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან მოხსნან.“, - განაცხადა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics