00:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 12:03:58, 753 ნახვა

პოლიტიკა
აქტივისტებმა ახალი პლატფორმა თერგი.APP შექმნეს

აქციების განრიგს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიახლეებს მოქალაქეები დღეიდან ახალ პლატფორმაზე გაეცნობიან. პროტესტის მასშტაბების ზრდის მოტივით სამოქალაქო მოძრაობაში ჩართულმა აქტივისტებმა, პროგრამისტების ჯგუფთან ერთად, პლატფორმა “თერგი” შექმნეს.

იდეის ავტორების თქმით, “თერგი” პროევრუპულად განწყობილ საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან თავი ხელისუფლების ტერორისგან.

თერგი არის პლატფორმა, რომელიც შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობაში ჩართული აქტივისტებისა და პროგრამისტების ჯგუფის მიერ და მიზნად ისახავს სრულ კოორდინაციას, დაგვეხმარება იმაში, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი პროტესტი და აქტივობა. ასევე გვაქვს იმედი, რომ გაზრდის პროტესტის მასშტაბებს და დეცენტრალიზაციას მეტად შეუწყობს ხელს. 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თერგზე: 

  • გქონდეთ წვდომა ღონისძიებების კალენდართან და იცოდეთ სად და როდის იგეგმება კონკრეტული აქტივობა;
  • გაეცნოთ მნიშვნელოვან სიახლეებს პროტესტთან და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით;
  •  გაიხსენოთ, რამდენი გამარჯვება მოგვიტანა ჩვენმა უწყვეტმა და დაუღალავმა პროტესტმა;
  •  გაიგოთ როგორ დაიცვათ თავი მაშინ, როდესაც თავს გესხმიან, გაჯარიმებენ, გაკავებენ, გჩხრეკენ და ა.შ.;
  • ასევე, შეგიძლიათ თქვენი უნიკალური ლინკით, თქვენს მეგობრებსაც შესთავაზოთ რეგისტრაცია და გარკვეული ჩელენჯიც გვექნება, თუ მეტ ადამიანს ჩავრთავთ პროტესტში. 

პლატფორმა მოგვცემს საშუალებას უკეთ “დავინახოთ” ერთმანეთი და კოორდინაციის მინიმალური ხარვეზებიც აღმოიფხვრას. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველაფერი არის ანონიმური და დაშიფრული! 
ჩემი აზრით, ეს უნდა გახდეს ჩვენი “სამაგიდო პლატფორმა, - წერს ნენსი ვოლანდი ჯგუფ "დაიტოვეში". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics