|
2025-03-09 10:14:58, 548 ნახვა
მსოფლიო
სირიაში რეჟიმის ძალებმა 500-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანთა უფლებების სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის (SOHR) მონაცემებით, სირიის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირე ჯგუფებმა ბოლო დღეებში 532 ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს. SOHR-ის ადრინდელი მონაცემებით, სირიის ახალ რეჟიმს 340 ალავიტი მოქალაქე ჰყავდა მოკლული. "სირიის სანაპირო არეებსა და ლატაკიის მთებში უსაფრთხოების ძალებისა და მოკავშირე ჯგუფების ხელით 532 ალავიტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკვდა". - იტყობინება SOHR. ამავე ორგანიზაციის ცნობით, შეტაკებების შედეგად ჯამში 745 ადამიანი არის მოკლული. გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, SOHR-ს მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს და სირიის ომის ანალიტიკოსები მას ხშირად სდებენ ბრალს მსხვერპლის შესახებ რიცხვების გაზვიადებაში ან სულაც გამოგონებაში. ამ დროისთვის მსხვერპლის ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)