14:09 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 16:53:40, 807 ნახვა

მსოფლიო
პიტერ სიიარტო - პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთის მთავრობის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ როდესაც პოლონეთში კანონის უზენაესობას არღვევენ, ლექციებს გვიკითხავენ იმის შესახებ, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი თვლიან, რომ ეს ომის გაგრძელებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიკვდილი და ნგრევაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობის დამყარებაა“, - წერს სიიარტო.

მისი თქმით, „ახლა მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს: დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეიძლება წარმატებული იყოს“.

„სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა, დანარჩენ ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს“, - აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics