|
2016-03-10 18:24:34, 426 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის პრეზიდენტს ბუიარ ნიშანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბუიარ ნიშანს ბაქოში შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაუარესდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საინტერესო იქნება ალბანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. მხარეებმა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)