|
2025-03-07 13:22:17, 515 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება!
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და, რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, პროტესტი არ უნდა შეჩერდეს. „რატომ ცდილობს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ყოველდღიურად მტრების ძიებას და ხალხის კიდე უფრო დათრგუნვას და დაშინებას? პასუხი მარტივია: ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია უკეთესი ცხოვრების შეთავაზება, ამიტომ შიშით, სიცრუით და ძალადობით მართავს. ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, რათა დამალოს თავისი ბოროტება. ავტოკრატიას სჭირდება სიცრუე, რათა ხალხმა ვერ დაინახოს სიმართლე. ავტოკრატიას სჭირდება ძალადობა, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა. მათი პროპაგანდა მუშაობს ასე: 1- ყოველდღე ახალი „მტრის“ მოგონება – რომ ხალხმა ვერ დაინახოს რეჟიმის რეალური ბოროტება და მტრობა. 2 - ცრუ პროპაგანდა – რომ ხალხმა არ გაიგოს სიმართლე. 3 - საზოგადოების დაყოფა – რომ მათ წინააღმდეგ გაერთიანება ვერ შევძლოთ. 4 - შიშის დათესვა – რომ ხალხი აღარ გაბედოს პროტესტი. 5 - ციხე და ანგარიშსწორება – რომ ვერავინ გაბედოს სიმართლის თქმა. 6 - გაყალბებული სასამართლოები – რომ უსამართლობა კანონად აქციონ. 7 -კორუფცია და ხალხის გაღატაკება – რომ ყველა მათზე იყოს დამოკიდებული. 8 - პოლიტპატიმრები და რეპრესიები – რომ ვერავინ აიმაღლოს ხმა. 9 - ეროვნული ინტერესების ღალატი – რომ ქვეყანა საბოლოოდ ხელში ჩაიგდონ. 10- ისინი ცდილობენ დაშინებას, რადგან სხვაგვარად მმართველობა აღარ შეუძლიათ! 11- როცა ხელისუფლება შიშით იწყებს მართვას, ეს მისი ძალა კი არა, მისი დასასრულია! ჩვენ კი შეგვიძლია ამ დასასრულის აჩქარება! არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა მივიღოთ და დავიჯეროთ მათ პროპაგანდას! ყველაზე მთავარი - პროტესტი არ უნდა შეჩერდეს! ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე“,-აღნიშნავს მანჯგალაძე.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)