|
2016-03-10 16:55:46, 579 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელობას შეხვდა
აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს კამრან ხანს და აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ პროგრამაზე, რომელსაც კორპორაცია აშშ–ის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით აფინანსებს. ამჟამად ხორციელდება 140 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები. როგორც აღინიშნა, ეს არის უმსხვილესი ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტმა კამრან ხანმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული პარტნიორი ქვეყანაა როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე ამერიკული შეერთებული შტატებისთვის და ისინი ყველა ზომას მიიღებენ, რომ მეორე საგრანტო პროგრამა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, წარმატებულად დასრულდეს, უკვე დანერგილმა პროექტებმა კი მომავალშიც შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა. ,,ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ვიცე-პრემიერთან. მან ისაუბრა იმ ეკონომიკურ ზომებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან და სხვა დანარჩენ მსოფლიო გლობალურ ეკონომიკასთან ინტეგრაციისთვის იღებს. ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის იდეალური პარტნიორი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის,-‘’განაცხადა კამრან ხანმა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში ჩასატარებელ სამუშაოებზე და სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კამრან ხანის განცხადებით, ფონდი მზად არის ეკონომიკისა და სხვა წამყვან სამინისტროებთან ერთად შეიმუშავოს ე.წ. სამუშაო გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია პროექტის შეუფერხებლად წარმართვისთვის. „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავნიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროექტები. მოგეხსენებათ, რომ 140 მილიონი დოლარის კომპაქტია ამ დროისთვის გამოყოფილი, პროექტი საკმაოდ აქტიურია და შესაბამისად, წარმატებულიც. ჩვენ განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და დავსახეთ გზები, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში, რომ პროექტმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა და მისი რატიფიცირება მოახდინა საქართველოს პარლამენტმა. კომპაქტი, რომლის მოცულობაც 140 მილიონი აშშ დოლარია, 2014 წლის ივლისიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდება.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)