|
2025-03-06 16:02:57, 695 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ძალიან გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება
ძალიან გვჭირდება უკრაინის გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება, ამისთვის კი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. კალასის თქმით, ევროკავშირის ლიდერთა დღევანდელ საგანგებო სამიტზე განიხილავენ ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხს და იმას, რისი გაკეთებაა შესაძლებელი უკრაინის კიდევ უფრო მხარდასაჭერად. „ჩვენ საბჭოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს. განვიხილავთ თავდაცვას, რისი გაკეთება შეგვიძლია საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. როდესაც თავდაცვის დაფინანსებაზეა საუბარი, მაგიდაზე განსახილველად ყველა ვარიანტია წარმოდგენილი. გრანტებიდან და გაერთიანების ფონდიდან თანხების რელოკაციით, ფისკალური წესების ცვლილებამდე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თავდაცვის გაძლიერება. ასევე, რა თქმა უნდა, განვიხილავთ უკრაინის საკითხს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის კიდევ უფრო მხარდასაჭერად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ინიციატივა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამაზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას, რადგან ძალიან გვჭირდება მათი გაძლიერება, რომ შეძლონ ამ ომის საკუთარი პირობებით დასრულება. ამისთვის კი ევროპული მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მარტის საბჭოს სხდომამდე და ვიმედოვნებ, რომ ევროპა აჩვენებს ერთიანობას ამ საკმაოდ რთულ დროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)