|
2025-03-06 14:27:05, 711 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - სასამართლოში გნახავთ!
არც ერთი წამით არ განმიხორციელებია პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება, დეკლარაცია არ შევავსე და ამის გამო ანტიკორუფციულმა სააგენტომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ და გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“, - ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მას, მისი მოთხოვნის საფუძველზე საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა, მაგრამ ის ანტიკორუფციულმა ბიურომ მაინც დააჯარიმა. “თქვენ მომეცით მე ხმა, რომ ვყოფილიყავი პარლამენტის წევრი იმისთვის, რომ თქვენს საკეთილდღეოდ გამეტარებინა რეფორმები, ხელფასები მოგვემატებინა, მინიმალური სახელფასო პოლიტიკა შემოგვეღო, სკოლებში უფასო კვების პროგრამა განგვეხორციელებინა, ქუჩებში უსაფრთხოება ყოფილიყო და ა.შ. შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დავწერეთ განცხადება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არჩვები მოიპარა, მათ სურდათ, რომ ჩვენ გამფორმებლები ვყოფილიყავით იმ ახალი წესწყობილებით. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წევრობა შეგვიწყვიტა და საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ და არც ხელფასი ამიღია. მე ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი- ვკითხულობ ლექციებს, საერთაშორისო მასშტაბით საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებ. არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ დეკლარაციები შეგვევსო, თუმცა ეს მე არ გავაკეთე, რადგან მე პარლამენტში საქმიანობა არ დამიწყია, უმალვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და „ქართული ოცნება“ თვითმარქვია ხელისუფლებად შევაფასე. რახან დეკლარაცია არ შევავსე, რადგან, ვიმეორებ არ განმიხორციელებია არცერთი წუთით პარლამენტის დეპუტატის უფლებამოვალეობა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, მე ვარ იურისტი და ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ. გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)