15:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 16:18:10, 404 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში რაიმე გართულებებს არ ელოდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.

„ვულოცავ ქართველ ხალხს იმ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გვამცნო კომისარმა. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც მოწადინებულია რეფორმების წარმატებისთვის, ყველაფერი გააკეთა ამ დღისთვის. მე არ ველოდები რამე გართულებებს, განსაკუთრებით კი, არ ველოდები ჩვენი მხრიდან, ამ გზაზე ვდგავართ მტკიცედ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ბრიუსელის და არც რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან იქნება განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება.

კომისია რეკომენდაციას არ გასწევს, თუ პოლიტიკური კონსენსუსი არ არის მიღწეული. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ შემდეგ რამდენიმე თვეს. წმინდა იურიდიული პროცედურები გვაქვს გასავლელი, მათ შორის ევროპარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ქართველებისთვის, მათი ოცნების ერთი ნაწილი რეალიზებული იქნება. უვიზო რეჟიმის გარდა, ხელისუფლების მცდელობების შედეგად, გვაქვს შანსი, ევროპაში მოგზაურობის დაბალბიუჯეტიანი შესაძლებლობა მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, ამ სიკეთით ძალიან ბევრი ქართველი ისარგებლებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics