16:38 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 16:11:28, 1151 ნახვა

სპორტი
განათლების ექსპერტი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის მწყობრი სისტემა არ არსებობს

„შედეგები უფრო და უფრო მძიმდება და ამაში რა თქმა უნდა სახელმწიფოა დამნაშავე“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი პედაგოგების საგნობრივი გამოცდის შედეგებს, რომლის მიხედვითაც პედაგოგთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

ექსპერტი ამბობს, რომ პედაგოგთა  პროფესიული განვითარებისთვის  არ არის საკმარისი დაფინანსება.

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა,  ცუდი საგამოცდო სტანდარტებია და  პროგრამები რაშიც პედაგოგები უნდა გამოიცადოს თავიდან არის მისაღები.

„შედეგები უფრო და უფრო მძიმდება. რას მოელიან ამისგან? ანალიზი ხომ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?  მასწავლებელია მაგაში დამნაშავე? რა თქმა უნდა ამაში სახელმწიფოა დამნაშავე. ეს არის კომპლექსური საკითხი და ერთ მიზეზს ვერ დავასახელებ. დავიწყებ იმით, რომ არ არის საკმარისი დაფინანსება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და თუ უფრო შორს წავალთ არ არის საერთოდ მწყობრი სისტემა, სტუდენტი რომ მოამზადო და ჩამოაყალიბო კონკურენტუნარიან მასწავლებლად. საერთოდ პედაგოგიური უმაღლესი პროფილის სასწავლებლები აღარ არსებობს  საქართველოში. მოშლილია პედაგოგიური პრაქტიკები.

მოქმედ მასწავლებელბს რაც შეეხება, ამ ხალხს ჩაბარებული აქვს ყველანაირი გამოცდა. რატომ აბარებინებენ ხელახლა? დიპლომის სტატუსი რატომ არის ხელყოფილი?  თუ აბარებინებენ და კიდევ თუ სადმე შემორჩა მსოფლიოში ეს დრომოჭმული და კორუმპირებული საგამოცდო სისტემა, იქ ტესტები ღიაა. საშინელი საგამოცდო პირობებია, ძალიან ცუდი სტანდარტებია და აქედან გამომდინარე პროგრამები, რაშიც უნდა გამოიცადოს ის ხალხი, ეს არის ახლიდან  მისაღები. სასურველია ტესტები დაბეჭდონ და პასუხები ღია გახადონ“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

შეგახსენებთ, პედაგოგთა უმრავლესობამ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, -ამის შესახებ ინფორმაცია ,,ბიზნესკონტაქტმა“ გაავრცელა.

პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, მხოლოდ 17%-მა ანუ 1 101-მა გადალახა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს აქვთ. დაწყებითი კლასის პედაგოგებიდან მხოლოდ 94-მა პედაგოგმა შეძლო ტესტირების მინიმალური ზღვარის გადალახვა. საერთო ჯამში გამოცდაზე 1 167 დაწყბეთი კლასის პედაგოგი მივიდა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პედაგოგთა მხოლოდ 9%-მა გადალახა ზღვარი, 17-მა ქიმიაში, ხოლო ფიზიკაში 19.%-მა.

უცხო ენის გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულები რუსულ ენაში დაფიქსირდა, გამოცდაზე მისული პედაგოგების ნახევარმა ზღვარი გადალახა.

ინგლისურ ენაში ზღვარის გადალახვა 83პედაგოგმა შეძლო, მაშინ როდესაც ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა,

29-დან 10-მა შეძლო ზღვარის გადალახვა გერმანულ ენაში.

რაც შეეხება, ქართულ ენას და ლიტერატურას, აქ საკუთარი ცოდნის და კომპეტენციის დამტკიცება 15%-მა შეძლო, მათემატიკაში კი 381-დან მხოლოდ 26-მა პედაგოგმა მოახერხა ზღვარის გადალახვა.

აღნიშნული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც დაადასტურა. სანიკიძის განმარტებით, მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იყო, რის გამოც სახელმწიფომ ახალი სისტემა შექმნა, რომლის ფარგლებშიც ყველა მასწავლებელს  გადამზადების საშუალება ექნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics